დღეს მსოფლიო ორიენტირებულია ე.წ. მწვანე განვითარებისაკენ, ხდება ყველაფრის ეკოლოგიზაცია და ეს არ არის უბრალო მოდა, ეს გადარჩენის გზაა. ქვეყნები, შტატები და მხარეები, ქალაქები, სოფლები უკვე ერთმანეთს ეჯიბრებიან თუ რომელი უფრო მეტად „გამწვანდება“... საქართველოში ამ მხრივ მხოლოდ ძალიან მოკრძალებული მცდელობებია. საჭიროა დროისათვის ფეხის აწყობა არა უბრალოდ, როგორც მოდისათვის, ანდა ფორმალურად ფეხის ასაწყობად, არამედ აუცილებელი საჭიროებისათვის, რომლის წინაშეც ვდგავართ დღეს და იმ პასუხისმგებლობისათვისათვის, რომელიც გვაკისრია მომავლის წინაშე. მცხეთა-მთიანეთს აქვს შანსი, რომ გახდეს მწვანე განვითარების საუკეთესო მოდელი, სხვათათვის მაგალითის მიმცემი რეგიონი ამ მიმართულებით, ჩვენ ვეცდებით ამ იდეის ხორცშესხმას.