მისია, ამოცანები სააგენტოს მისიას წარმოადგენს მცხეთა-მთიანეთის რეგიონის მდგრადი/მწვანე განვითარების ხელშეწყობა, მდგრადი განვითარების ძირითადი ამოცანების განხორციელება ახლანდელი და მომავალი თაობების კეთილდღეობისათვის. სააგენტოს ამოცანებია: - ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების ინსტიტუციური შესაძლებლობების ამაღლების მხარდაჭერა; - რეგიონში მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამებისა და პროექტების განხორციელებაში დახმარების აღმოჩენა. - საგანმანათლებლო ღონისძიებების ორგანიზება მდგრადი მართვის სფეროში; - ადგილობრივი თემების პროფესიულ გადამზადებაში მხარდაჭერა, ადგილობრივი განვითარების პროგრამების შემუშავების, ბუნებრივი რესურსების მართვის საკითხებში სათანადო ცოდნისა და გამოცდილების გაფართოების მიზნით; - საინვესტიციო შესაძლებლობების ანალიზი და გარე ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა: - ინფრასტრუქტურული და სხვა სახის პროექტების, ბიზნეს-გეგმების შემუშავებში მონაწილეობა და ექსპერტიზა; - ბიზნეს გარემოს გაუმჯობესების მხარდაჭერა; - მწვანე ეკონომიკის პრინციპების დანერგვის ხელშეწყობა რეგიონის სამეწარმეო სუბიექტებში; - რეგიონში საინოვაციო განვითარების მხარდამჭერი ინსტიტუციების (ტექნოპარკები, ბიზნეს ინკუბატორები და სხვა) ჩამოყალიბების, ინოვაციური მართვის, ტექნოლოგიებისა და პროცესების დანერგვის ხელშეწყობა; - რეგიონული, ადგილობრივი და თემატურ-დარგობრივი განვითარების პროგრამებისა და პროექტების შემუშავება-განხორციელება სახელმწიფო სტრუქტურებთან, ადგილობრივ თვითმმართველობებთან, სამოქალაქო და ბიზნეს სექტორებთან, დონორ ორგანიზაციებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან მჭიდრო თანამშრომლობით; - საგანმანათლებლო, სოციალური დაცვის და ჯანსაღი ცხოვრების, გარემოს დაცვის, ტყეების მდგრადი მართვის, დაცული ტერიტორიების განვითარების, ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენების, ეთნო-კულტურული ტრადიციების დაცვა-განვითარების, სოფლად ცხოვრების დონის ამაღლების ღონისძიებების გატარება; - მცხეთა-მთიანეთის რეგიონისა და მეგობარი ქვეყნების სამხარეო/ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის ინფორმაციული, ეკონომიკური, კულტურული და სხვა სახის თანამშრომლობის ხელშეწყობა; - თანამშრომლობა ადგილობრივ, რეგიონულ, რეგიონთაშორის, ნაციონალურ, ტრანსნაციონალურ და ევროპულ პროექტებში. ორგანიზაციის ინტეგრაცია საერთაშორისო სოციალურ, ეკოლოგიურ, მწვანე ბიზნესის პროგრამებში, ქსელებში; საქველმოქმედო ღონისძიებების გატარება; სააგენტოს შეუძლია განახორციელოს ნებისმიერი სახის სამეწარმეო საქმიანობა, რაც არ იკრძალება საქართველოს კანონმდებლობით. გამოვიდეს სამეწარმეო სუბიექტების დამფუძნებლად დამოუკიდებლად ან სხვა პირებთან პარტნიორობით. სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული მოგება მოხმარდება სააგენტოს მიზნების განხორციელებას.