მცხეთა-მთიანეთის რეგიონული განვითარების სააგენტო შეიქმნა 2016 წლის ივნისში რეგიონის დღევანდელი გამოწვევებიდან გამომდინარე. სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციამ ადგილობრივ თვითმმართველობებთან ერთად 2016 წლის 31 მარტს მიიღო გადაწყვეტილება რეგიონის მდგრადი/მწვანე განვითარების კურსის აღების შესახებ. განისაზღვრა ძირითადი მიზნები (იხ.ბუკლეტი)
სააგენტო შეიქმნა ევროკავშირის ქვეყნებში წარმატებით მოქმედი სააგენტოების ანალოგით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების საფუძველზე. თუმცა დამფუძნებლებმა მისი ფორმატი გააფართოვეს მდგრადი განვითარების ყველა ასპექტების ფარგლებში. რეალურად სააგენტო შინაარსით წარმოადგენს რეგიონული მდგრადი განვითარების ინსტიტუტს.
სახელწოდება: მცხეთა-მთიანეთის რეგიონული განვითარების სააგენტო
ორგანიზაციის სამართლებრივი ფორმა: ა(ა)იპ - არაკომერციული (არამომგებიანი) იურიდიული პირი
საიდ.# 436253876
იურიდიული მისამართი: საქართველო, ქ.მცხეთა, აღმაშენებლის ქ.73
ფაქტიური მისამართი: წეროვანის დევნილთა დასახლება
ტელ.: 2 308 609, 577 53 33 22
ელ.ფოსტა: [email protected]
ვებ-გვერდი: www.greenregion.ge
დამფუძნებლები:
1. სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაცია დუშეთის, თიანეთის, მცხეთის, ყაზბეგის მუნიციპალიტეტებსა და ქ.მცხეთის მუნიციპალიტეტში
2. დუშეთის მუნიციპალიტეტი
3. თიანეთის მუნიციპალიტეტი
4. მცხეთის მუნიციპალიტეტი
5. ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
6. ახალგორის მუნიციპალიტეტი
7. ქ. მცხეთის მუნიციპალიტეტი
სააგენტო თავის საქმიანობაში ავტონომიურია.
სააგენტო უფლებამოსილია წარმოადგენდეს რეგიონს და მასში შემავალ მუნიციპალიტეტებს სახელმწიფო და სხვა სტრუქტურებთან, ადგილობრივ და საერთაშორისო ფონდებთან, უცხო ქვეყნების რეგიონებთან, ბიზნეს სტრუქტურებთან და სხვა;
აღმასრულებელი დირექტორი: შალვა გივიშვილი