პროგრამები
აქ მხოლოდ ის მიმართულებებია წარმოდგენილი, რომლებიც მიმდინარე მომენტისათვის მეტ-ნაკლებად დამუშავებულია და დამუშავების პროცესშია. არანაირი შეზღუდვა არარსებობს მისი გამრავალფეროვნების. პროგრამებიდან გამომდინარე მუშავდება ცალკეული პროექტები...
============================================================================================================
============================================================================================================
სიახლე
საოჯახო ბიზნესების ხელშეწყობის პროგრამა
რეგიონული განვითარების სააგენტომ დაიწყო ახალი, საოჯახო ბიზნესების ხელშეწყობის პროგრამა, რომელიც ამ ეტაპზე ორ ქვეპროგრამად იშლება:
1. სოფლის მეურნეობა - დახურულ გრუნტში (სათბური) ორგანული პროდუქციის მოყვანა, სათბურების მოწყობაში ხელშეწყობა.
პროგრამის ფარგლებში დაინტერესებულ პირებს გაეწევათ კონსულტაციები სათბურის მოწყობასთან, აგროტექნოლოგიებთან, ფინანსების მოზიდვასთან დაკავშირებით, წეროვანის დევნილთა დასახლებაში გადაეცემათ სარგებლობაში სათბურის მოსაწყობი ფართი, მოხდება მოყვანილი პროდუქციის გარანტირებული შესყიდვა და სხვა.
2. საოჯახო სასტუმროების განვითარება. ამ ასპექტში პარტნიორ საზოგადოებრივ ორგანიზაციასთან თანამშრომლობით უკვე მომზადდა და დაიბეჭდა რეკომენდაციების კრებული (იხ. ქვემოთ, ტურიზმის განვითრების პროგრამაში). მოხდება ობიექტის რეკლამირება ინტერნეტის, ვიდეო კლიპების, ბეჭდური საშუალებების გამოყენებით.
საოჯახო ბიზნესების ხელშეწყობის პროგრამაში თანამშრომლობისათვის ვიწვევთ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, სპეციალისტებს, პროფილურ ბიზნეს კომპანიებს.
==============================================================================================================
ფშავის მდგრადი განვითარების პროგრამა- ფშავის ეკოთემი
ეს პროგრამა ითვალისწინებს ფშავის კომპლექსურ განვითარებას, იმ მიკრო სამყაროს შექმნას, სადაც სრულია ჰარმონია სუფევს ადამიანსა და გარემოს შორის, სადაც თითოეული ადამიანი დასაქმებულია თავისი ინტერესებისა და შესაძლებლობების მიხედვით, სადაც შექმნილია ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო მნიშვნელობის ცენტრი.
იხ. ფშავის შესახებ
ფშავის_მდგრადი_განვითარების_კონცეფცია.pdf
Download File

ინოვაციების, მწვანე ბიზნესის პროგრამა
სააგენტოს მიერ შემუშავებულია მწვანე ინოვაციების ცენტრის-ტექნოპარკის კონცეფცია. ამ პროგრამის განსახორციელებლად მას გადმოცემული აქვს 11 ჰა მიწის ნაკვეთი იქ არსებული ნაგებობებით წეროვანის დევნილთა დასახლებაში.

===========================================================================================================
=============================================================================================================
დაცული ტერიტორიების პროგრამა
სააგენტოს ინიციატივით არაგვის დაცული ლანდშაფტის შესაქმნელად მომზადდა შესაბამისი დოკუმენტაცია, რომელიც ამჟამად ვიზირებაზეა. მის არეალს წარმოადგენს ფშავ-ხევსურეთი და გუდამაყარი. ამ პროგრამის მხარდასაჭერად ჩეხეთის განვითარების სააგენტოს 2018 წლიდან გამოყოფილი აქვს ერთი მილიონი ევრო.
|
=============================================================================================================
ამ პროგრამას სააგენტო ახორციელებს საზოგადოებრივი ორგანიზაცია „სოციალურ სოლიდარობასთან“ პარტნიორობით.
www.socsolidarity.org |
============================================================================================================
ტურიზმის განვითარების პროგრამა
რეგიონული განვითარების სააგენტო პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ახორციელებს მთელ რიგ პროგრამებსა და პროექტებს რეგიონში ტურიზმის განვითარების მიზნით. იხ. http://experiencecaucasus.com/ka/
|
=============================================================================================================
სააგენტოს მიერ შემუშავებულმა პროექტმა გაიმარჯვა შემოქმედებითი ევროპის პროგრამის მიერ აღმოსავლეთ გაფართოების ქვეყნებისათვის გამოცხადებულ კონკურსში და საქართველოდან ის გახდა საპილოტე, რაც ჩვენს რეგიონს საინტერესო პერსპექტივას უსახავს.
სიახლეები ამ თემასთან დაკავშირებით იხილეთ ფეისბუქის გვერდზე. www.facebook.com/search/top/?q=mtskheta-mtianeti%20creativeregion
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
|